პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანტონიო გუტერეშმა გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ფიცი დადო. ის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 1 იანვრიდან შეუდგება.
„გაერო უნდა იყოს ცოცხალი და ეფექტური ორგანიზაცია. უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული შედეგის მიღწევაზე და ნაკლებად პროცესზე; უფრო მეტად ხალხზე და ნაკლებად ბიუროკრატიაზე. გაერო ომის შედეგად დაიბადა. დღეს კი აქ მშვიდობისთვის უნდა ვიყოთ", - განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.