logo_geo
eng_logo
თამაზ ბიბილური: ვითხოვ „9 აპრილის მუზეუმის“ საქმის გამოძიებას!
- +

13 დეკემბერი. 2016. 14:22


 


„9 აპრილის მუზეუმთან" დაკავშირებით, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირ „სხივის" პრეზიდენტმა და „9 აპრილის საზოგადოების" თავმჯდომარე თამაზ ბიბილურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „9 აპრილის მუზეუმის" დარბევის შესახებ ისაუბრა. ბიბილურის განცხადებით, მუზეუმის ფართის სხვის საკუთრებაში გადაცემის შემდეგ უნიკალური მასალები კი დაიკარგა.

„9 აპრილის ცნობილი მოვლენებიდან ზუსტად ერთი წლის თავზე, რიყის ტერიტორიაზე 1990 წლის 9 აპრილს, მუზეუმი გავხსენი. საკმაოდ ბევრი სტუმარი გვყავდა და ორჯერ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიაც იმყოფებოდა. ჩვენ გვქონდა საუბრები და ერთ-ერთი საუბრის დროს მან გენიალური იდეა შემომთავაზა ამ მუზეუმის გადატანასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე, ანუ იქ, სადაც 9 აპრილის მოვლენები ყველაზე ახლოს ვითარდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ და ჩვენი მუზეუმი ახალ ადგილზე, ლესელიძის 8 ნომერში განთავსდა", - აღნიშნა ბიბილურმა.

 

„9 აპრილის საზოგადოების" თავმჯდომარე იმ მოვლენებს იხსენებს, რაც მუზეუმის ირგვლივ ვითარდებოდა. როგორც თავად აღნიშნავს, არაერთხელ მას მუზეუმის ფართის დათმობის სანაცვლოდ დიდ თანხას სთავაზობდნენ, მან უარი განაცხადა. 2000 წელს კი, მასთან მივიდა ერთი პირი, რომელმაც განუცხადა რომ აღნიშნული ფართი უკვე მისი საკუთრება იყო.

 

„ჩემი ტრაგედია იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ქონების გადანაწილება, ანუ პრივატიზაცია დაიწყო. პერიოდულად მოდიოდნენ და ფართის დათმობის სანაცვლოდ დიდ თანხებს მთავაზობდნენ. ბოლოს 2000 წლის აგვისტოში ერთ-ერთი ბატონი მოვიდა და მითხრა, რომ ეს ფართი უკვე მისი საკუთრება იყო.

ამ ყველაფრის შემდეგ მათ ფართი გატეხეს, მუზეუმში არსებული ყველა მასალა გაიტანეს და ბოქლომი დაადეს. ეს უნიკალური მასალები სად წაიღეს, დღემდე არ ვიცი. რამდენიმე თვის შემდეგ კი, იქ მეორადი ტანსაცმლის მაღაზია გახსნეს.

 

ქონების მართვის სამსახური და მერია სამი წლის განმავლობაში მატყუებდნენ, რომ თითქოს უკეთეს ფართს მომცემდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მაინტერესებს, ეს ფაქტი დღემდე რატომ არ არის ბოლომდე შესწავლილი და გამოძიებული?! ვითხოვ „9 აპრილის მუზეუმის" საქმის გამოძიებას", - განაცხადა თამაზ ბიბილურმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner