პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოპერატორ სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და ქართულ მედიას.
„პრეზიდენტის სახელით და, რა თქმა უნდა, პირადად ჩემგან, სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორისა და ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. თანავუგრძნობთ სოფოს ოჯახს, ტელემედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და სოფოს კოლეგებს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.