logo_geo
eng_logo
პრეზიდენტი ოპერატორ სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო ოჯახს და ქართულ მედიას უსამძიმრებს
- +

13 დეკემბერი. 2016. 15:16


 


პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ოპერატორ სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულის ოჯახს და ქართულ მედიას.


პრეზიდენტის სახელით და, რა თქმა უნდა, პირადად ჩემგან, სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის" ოპერატორისა და ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. თანავუგრძნობთ სოფოს ოჯახს, ტელემედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და სოფოს კოლეგებს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner