ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტების გამგებელ მერაბ ჭანუყვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად ოზურგეთის სოფლებში, ლაითურსა და მერიაში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.
თალაკვაძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო და დაინტერესდა, სარგებლობენ თუ არა აღნიშნული ოჯახები მუნიციპალური სერვისებით, რა სახის სოციალურ ბენეფიტებს იღებენ და ისარგებლეს თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბოლო პერიოდში.