logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრი მინსკში სამამულო ომის მუზეუმში იმყოფებოდა
- +

23 მარტი. 2016. 16:31


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, სამამულო ომის მუზეუმი დაათვალიერა.

მუზეუმში დაცულია მეორე მსოფლიო ომის ექსპონატები - შეიარაღება, მოიერიშე თვითმფრინავები, ბომბდამშენები, ტყვიამფრქვევები.

პრემიერი გაეცნო მუზეუმში დაცული ექსპონატების ისტორიას, რომელთა შორის არაერთი ორიგინალია.



მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ქართველების შესახებ, რომლებიც ბელარუსის დასაცავად იბრძოდნენ. მათ შორის არის მინსკის პარტიზანული გაერთიანების წევრი თენგიზ შავგულიძე, რომლის მიერ შექმნილი პარტიზანული ხელყუმბარა ომის დროს გამოიყენებოდა.

ბელარუსის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში 9 ქართველმა უმაღლესი ჯილდო, გმირის წოდება მიიღო. ბელარუსში მათ ხსოვნას დღესაც პატივს მიაგებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner