logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ასეთი საინფორმაციო ცენტრები საქართველოში ბევრი გაიხსნება
- +

13 დეკემბერი. 2016. 16:30




ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში იხსნება პირველი  დაწესებულებარომელიც  უნდა  გახდეს მიზიდულობის წერტილი უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, შეძლებენ ინფორმაციასთან წვდომას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში ინტერნეტსერვის ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.


მისი თქმით, ეს არის პირველი საინფორმაციო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ტექნიკური დანადგარებით, მათ შორის უსინათლოთათვის განკუთვნილი ბრაილის შრიფტის მქონე კლავიატურებით და მათთვის და სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის საჭირო ყველა სხვა ტექნიკური აღჭურვილობით. 


დღეს მართლაც  მნიშვნელოვანი დღეა. ასეთი საინფორმაციო ცენტრები საქართველოში ბევრი გაიხსნება. ეს არის ცენტრი, სადაც უსინათლოთათვის და სუსტადმხედველი ადამიანებისთვის  იქნება სპეციალურად  მოწყობილი ზონებისპეციალური ტექნიკა, სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც მათ მისცემს საშუალებას, რომ  იყვნენ ჩვენი საზოგადოების  ჩვეულებრივი, სრულფასოვანი წევრები და ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ამ ადამიანების პროცესში ჩართულობა, მათი ინფორმირებულობის დონე, ინტერნეტთან წვდომის ხარისხი იქნება მარტივი  და  ისეთივეროგორიც არის ყველა ჩვენთაგანისთვის. მე მინდა ამ მნიშვნელოვან პროექტში ჩართულ ყველა მხარეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში საინფორმაციო ცენტრის გახსნის პროექტი კორეის რესპუბლიკამ 224 463 აშშ დოლარით დაფინანსა. ცენტრის გახსნისას ყვითელი ლენტის (უსინათლოთა ნიშანი) გაჭრის ცერემონიაში  გიორგი გახარიასთან ერთად მონაწილეობა მიიღო  კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნული სააგენტოს პრეზიდენტმა (NIA) სუ ბიუნგ ჯომ. ღონისძიებას ასევე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებული საქართველოში კიმ ინ ჰანი, საქართველოს მთავრობისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორც გიორგი გახარიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა, გაიზარდოს  ფიზიკური პირებისა და  კომპანიების ჩართულობა  ქვეყნის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ინტერნეტის საშუალებით მნიშვნელოვნად იზრდება თითოეული სოფლის  ქვეყნის ცხოვრებაში ჩართულობა და ასევე განათლების ხარისხი. ის, რომ დღეს მსგავსი ღონისძიება  ხორციელდება და მსგავსი მექანიზმები  იქნება ბიბლიოთეკის  შენობაში,  არის ძალზედ სიმბოლური, რადგან ეს არის ტრადიციული  ფორმების  უფრო თანამედროვე  ფორმებზე გადაყვანის ერთადერთი, ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი გზა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ინფორმაციასთან  წვდომის ცენტრი კორეის რესპუბლიკის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სამომავლო დაგეგმარების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გაფორმებული ICT და ფოსტის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და კორეის საინფორმაციო საზოგადოების ეროვნულ სააგენტოს (National Information Society Agency - NIA) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გაიხსნა. პროექტი  კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობის აქტიური მხარდაჭერითა და ინიცირებით ხორციელდება.


საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სფეროს მდგრადი განვითარება და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.  დაწყებულია ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის შესაბამისად ინტერნეტში ჩაერთვება საქართველოს დასახლებული პუნქტები, სადაც დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და  ინტერნეტზე წვდომა შეუძლებელია.


სახელმწიფო ასევე ახორციელებს საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების ფორმირებას ბიბლიოთეკების ბაზაზე. ამ პროექტის მიზანია, საზოგადოებას ინფრასტრუქტურასთან ერთად წვდომა ჰქონდეს ცოდნაზე, ნებისმიერმა მოქალაქემ როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე რეგიონებში, შეძლოს მაღალტექნოლოგიური დანადგარების საშუალებით საკუთარი იდეების ბიზნესიდეად გარდაქმნა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner