logo_geo
eng_logo
გარკვეულ დანაშაულზე პასუხისმგებლობა მკაცრდება
- +

13 დეკემბერი. 2016. 16:34



საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მკაცრდება პასუხისმგებლობა გარკვეულ დანაშაულზე.


მისივე თქმით, პრეზიდენტთან ხელმოსაწერად პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონპროპექტი უკვე შევიდა.


მაგალითად, მკაცრდება პასუხისმგებლობა ცემაზე, როდესაც ჩადენილია წინასწარი ცნობით, ორსული ქალის მიმართ. ასევე მკაცრდება პასუხისმგებლობა წამებაზე, იზრდება სანქცია წამებასთან დაკავშირებით, ასევე უფრო მკაცრად დაისჯება წამება, რომელიც ჩადენილი არის სამედიცინო მანიპულაციების მეშვეობით. ზოგადად, ჩვენ წამებასთან და ძალადობასთან ბრძოლის საქმეში ეს პოზიტიურ ცვლილებად მიგვაჩნია და შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ამ პროექტს დღეს მოაწერს ხელს", - განაცხადა ანა დოლიძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner