უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის 2 საქმე აღძრა როსტოვის ოლქის ქალაქ დონეცკის ოლქის მოსამართლესა და რუსეთის ფედერაციის პროკურორებზე, რომლებიც ნადეჟდა სავჩენკოს საქმესთან არიან კავშირში. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა პროკურორმა ვლადისლავ კუცენკომ.
საქმე ეხება ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ შეგნებულად უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანას. და მეორე, უკანონოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უარს იტყვის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, უკრაინული მხარე ინტერპოლს მიმართავს და პირთა ძებნას გამოაცხადებს.