logo_geo
eng_logo
„ამაზონზე“ სხვადასხვა ქართული პროდუქტი, მათ შორის ჩურჩხელა, სვანური მარილი და ტყემალი იყიდება
- +

13 დეკემბერი. 2016. 17:45


 


ინტერნეტ მაღაზია „ამაზონზე" ქართული ტრადიციული პროდუქტები, მათ შორის გოზინაყი, სხვადასხვა სახის ჩურჩხელა,  მურაბა, ტყემალი, სვანური მარილი, ხმელი სუნელი, აჯიკა, ქართული ჩაი  და „ბორჯომი" იყიდება.

ჩურჩხელის ფასი 17 დოლარიდან იწყება, გოზინაყი 27 დოლარი ღირს, აჯიკის შეძენა 16 დოლარადაა შესაძლებელი, მურაბა 7 დოლარამდე ღირს, ასეთივე ფასი აქვს ტყემალს და ხმელ სუნელს, სვანური მარილის ფასი კი   8 დოლარია.

ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებელთა შეფასებების მიხედვით ირკვევა, რომ მათ განსაკუთრებულად  ჩურჩხელა მოსწონთ.

„ამაზონზე" ქართულის პროდუქტის  ძირითადი მიმწოდებელია ამერიკაში მოქმედი ქართული კომპანია „Georgian Gourmet". მის  ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ცნობილი ხდება, რომ  „Georgian Gourmet" 2013 წლიდან ოჯახური ბიზნესია და  კომპანიის მენეჯერია თამარ ჯიქია.  

„ამაზონის" გარდა,  ქართული პროდუქტის გამოწერა და  სახლში მიტანის სერვისით სარგებლობა,  მომხმარებელს, „Georgian Gourmet"-ის საიტიდანაც შეუძლია.


Description: C:UsersNEWDownloadschurchkhela.png

 

 

 

Description: C:UsersNEWDownloadsgozinaki.png

 

 

 

Description: C:UsersNEWDownloadsmarili.png

 

 

 

Description: C:UsersNEWDownloadsmuraba.png

 

 

 

Description: C:UsersNEWDownloadstkemali.png

 

 

 

Description: C:UsersNEWDownloadsმარილი.png

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner