აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ნავთობკომპანია „ExxonMobil"-ის ხელმძღვანელი რექს ტილერსონი წარადგინა.
„მისი შეუპოვრობა, ფართო გამოცდილება და გეოპოლიტიკის სიღრმისეული გაგება მას აძლევს პრივილეგიას სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე იყოს დანიშნული", - ნათქვამია ტრამპის გუნდის განცხადებაში.
„ის ხელს შეუწყობს რეგიონულ სტაბილურობას და ორიენტირებული იქნება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე", - აცხადებს დონალდ ტრამპი.