2016-წლის 13 ოქტომბერს „UNION OF NATIONAL BUSINESS RATINGS"-მა, ფინანსური სფეროს წარმომადგენელ - „შპს ონლაინ ფაინენს"-ს, რომელიც საქართველოში „Moneyman"-ს ბრენდით ოპერირებს, „LEADER OF THE BRANCH 2016"-ის ჯილდო გადასცა.
აღნიშნული ჯილდო ენიჭებათ საწარმოებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში, აქვთ ღირსეული ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და ავტორიტეტი ბიზნეს გარემოში. ჯილდო კომპანიას დარგის ჯამურ რეიტინგში ღირსეულ პოზიციას ადასტურებს.
კომპანიამ მოიპოვა ორი სახის ჯილდო:
რეიტინგი ვერცხლი საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედით „ჯამური ადგილი";
რეიტინგი ვერცხლი საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით ბრუნვა".
სარეიტინგო პროგრამა „დარგის ლიდერი 2016"-ს დახმარებით, ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგები საქართველოში ახდენს იმ საწარმოებისა და მეწარმეთა სტიმულირებას, რომლებიც ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესის მომგებიანობაზე, არამედ ახორციელებენ მნიშვნელოვან შენატანს ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის.