logo_geo
eng_logo
„ელიტ ელექტრონიქსის“ მულტიბრენდული მაღაზია გლდანში, „სითი მოლში“ გაიხსნა
- +

13 დეკემბერი. 2016. 18:10


 


„ელიტ ელექტრონიქსის" მულტიბრენდული მაღაზია დღეს,  გლდანში, „სითი მოლში" გაიხსნა. ახალი მაღაზიის გახსნის ფარგლებში კომპანია მომხმარებელს ყველა ბრენდზე ერთკვირიან სპეციალურ აქციებს სთავაზობს.


კომპანია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული. „ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებლებს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების შოურუმები, როგორებიცაა: Apple, Samsung, LG, Sony, Bosch, Siemens, Gorenje, Philips, Acer, Lenovi და სხვა.


„ელიტ ელექტრონიქსი" საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მომხმარებელს მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია. კომპანია დღესდღეისობით საქართველოში ტექნიკის ბაზრის ლიდერია და ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საქართველოში „ელიტ ელექტრონიქსი" Apple-ის ავტორიზებული პარტნიორია, ასევე გახლავთ Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-სა და Hitachi-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner