logo_geo
eng_logo
ძიუდოს მწვრთნელებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ
- +

13 დეკემბერი. 2016. 19:09


 

 

24 ქართველი მწვრთნელი ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სერტიფიკატის მფლობელი გახდა. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინიციატივით, ქართველმა სპეციალისტებმა სწავლების 10-კვირიანი კურსი ონლაინ რეჟიმში გაირეს. კურსის დასრულების შემდეგ მათ გამოცდა ჩააბარეს სპეციალურად მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან.


ქართველ მწვრთნელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა უმასპინძლა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპეციალისტებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატება უსურვა. 


2017 წლის გაზაფხულზე კიდევ 100 ქართველი მწვრთნელი ფინალურ გამოცდას ჩააბარებს და ბუდაპეშტის სპორტის აკადემიის და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სერტიფიკატს მიიღებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner