logo_geo
eng_logo
თემაზე “დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე” დისკუსია გაიმართა
- +

13 დეკემბერი. 2016. 19:15


 

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თემაზე „დემოკრატიული კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე" დისკუსია გაიმართა. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა სამინისტროების, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ასევე, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


მომხსენებლებმა ყურადღება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებზე, კეთილსინდისიერების განმტკიცების, გამჭვირვალობისა და საპარლამენტო ზედამხედველობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. თავდაცვის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურმა მრჩეველმა, ალექსანდრა ლუის პოლმა მსმენელებს ამ მიმართულებით დიდი ბრიტანეთის გამოცდილება გაუზიარა და ინფორმაცია მიაწოდა.


შეხვედრა შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდა, სადაც მომხსენებლებმა და მონაწილეებმა შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, ერთმანეთს შენიშვნები გაუზიარეს და სამომავლო რეკომენდაციები შეიმუშავეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner