logo_geo
eng_logo
ფილიპ ბრიდლავი: რუსეთი თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრებას ცდილობს
- +

23 მარტი. 2016. 16:56


აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურისა და NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით,რუსეთის მცდელობა მიმართულია იქით, რომ მოხდეს თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრება და ჩვენი სიმტკიცისადმი გამოწვევის შექმნა".



ბრიდლავმა ისაუბრა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს „აგრესიულად ითამაშოს მისი როლი მსოფლიო არენაზე".


გენერალმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.



დღეს შესაძლებლობა მქონდა და ვსტუმრობდი ადმინისტრაციულ საზღვარს. იქ ვიხილე, თუ როგორ არის გაყოფილი საქართველოს მოსახლეობა ორად. თქვენს მამაც ქვეყანას აქვს უშუალო გამოცდილება, თუ რა არის რუსეთის მცდელობა, გააფართოოს მისი დაძალებითი და კოროზიული გავლენა რუსეთის საზღვრებს მიღმა. ახლა ის ცდილობს, აგრესიულად ითამაშოს მისი როლი მსოფლიო არენაზე. საბოლოო ჯამში, რუსეთის მდელობა მიმართულია იქ, რომ მოხდეს საერთაშორისო სისტემაში არსებული წესების და პრინციპების შეცვლა, მოხდეს თავისუფალი სამყაროს ერთიანობის დანაწევრება და ჩვენი სიმტკიცისადმი გამოწვევის შექმნა.

 

აღმოსავლეთით ჩვენ ვხედავთ აღზევების გზაზე მყოფ აგრესიულ რუსეთს, რომელმაც ერთპიროვნულად აირჩია, იყოს მოწინააღმდეგე და წარმოადგენდეს მაღალ აგრესიულობას, როგორც აშშ-სთვის, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირებისთვის და პარტნიორებისთვის.

სამხრეთით ევროპა დგას გამოწვევების წინაშე, რასაც წარმოადგენს მასობრივი მიგრაცია. ამის ფარგლებში კარგად ინიღბებიან როგორც კრიმინალები, ტერორისტები, ასევე უცხოელი მებრძოლები. შედეგად, რეგიონში ორგანიზაცია დაეში" ვრცელდება კიბოსავით. იგი სარგებლობს და უპირატესობას პოულობს ნაკლები წინააღმდეგობის გაწევაში, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის ევროპულ სახელმწიფოებს ტერორისტული შეტევებით. მისი დაუნდობლობა მილიონობით ადამიანს სირიიდან და ერაყიდან აიძულებს,  დატოვონ თავისი სახლები, ეს კი ქმნის ჰუმანიტარული გამოწვევის უპრეცედენტო შემთხვევას.

ვთანამშრომლობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან იმისათვის, რომ მოვახდინოთ რეაგირება და გადავლახოთ ორივე სერიოზული საფრთხე", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner