ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა, რომ თბილისში, გრიპის ვირუსის გამო, ოთხი კლინიკა 24 საათიან მომსახურებაზე გადავა. მინისტრის მოადგილემ ასეევ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროტოკოლი მხოლოდ თბილისში ამოქმედდება, რადგან ამ ეტაპზე რეგიონებში სტაბილური ვითარებაა.
როგორც ბერძულმა აღნიშნა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში პაციენტთა რაოდენობა გაზრდილია, ოთხი კლინიკა - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული „საოჯახო მედიცინის ცენტრი", ასევე „მედკაპიტალის" საოჯახო კლინიკის ცენტრები ისანი-სამგორის რაიონში, გლდანის რაიონსა და საბურთალოს რაიონში 24 საათიან რეჟიმზე გადავლენ. მსგავსი პროტოკოლი შარშან იანვარ-თებერვალში მოქმედებდა.
„112-ში შესული ზარები დახარისხდება. გრიპის ვირუსთან დაკავშირებული შემთხვევებიდან ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებეზე სამედიცინო ბრიგადები გავლენ. დანარჩენი ზარები კი, რომლებიც არ იქნება გადაუდებელი, გადამისამართდება იმ საოჯახო მედიცინის ცენტრებში, რომლებიც დღეიდან გადავლენ 24 საათიან მომსახურებაზე", -განაცხადა ბერძულმა.
აღნიშნული კლინიკის ხელმძღვანელებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო შეხვდა.