ოპერატიული მართვის ცენტრის „112"-ის დირქტორმა, გიორგი ბიჭაშვილმა განაცხადა, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112", ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რათა გრიპის ვირუსების გამო გაზრდილი გამოძახებების პრობლემა სწრაფად მოგვარდეს.
„ჩვენის მხრიდან ამაზე გამოვთქვავთ მზაობას. ტექნიკურად უკვე ვაგვარებთ დეტალებს. გადამისამართება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ზარი დარეგისტრირდება ეს მონაცემები უშუალოდ იმ კლინიკას მიუვა, რომელმაც უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. იგივე პრინციპმა შარშან მოგვცა ძალიან კარგი შედეგი. სასწრაფო განიტვირთა და წელსაც იგივე შედეგს ველოდებით", - აღნიშნა ბიჭაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრომ გრიპის ვიურსის გამო კომპლექსური ღონისძიებების გატარება დაიწყო. ერთ-ერთი ღონისძიებაა ზარების გადამისამართება, რომლის მიხდევითც, ამუშავდება ახალი სადისპეტჩერო, სადაც გადამისამართდება გრიპის ჩივილების მქონე მოქალაქეთა ზარები, უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ.