პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს სესხების გალარების მიმართულებით სუბსიდიების ნაწილი არ შეეხებათ.
„ჩვენი ყოველდღიური მუშაობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ასეთი მუშაობის შედეგი იყო, მათ შორის, რანჟრების მიმართულება სესხების გალარების სუბსიდირების მიმართულებით. როგორც მოგახსენეთ, კანონში ჩაწერილია, რომ საქართველოს მთავრობა დაადგენს წესს, როგორ უნდა განიკარგოს. ჩვენ საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ, რაც კანონი მიიღება, ნამდვილად დავადგენთ წესს, რომელშიც იქნება ჩაწერილი, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, არ შეეხებათ სუბსიდიების ნაწილი გალარების მიმართულებით", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
სესხების გალარების პროგრამა 2017 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყება და 2 თვე გაგრძელდება. ეს შეეხება 2015 წლის 1-ელ იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხებს.