აზერბაიჯანის და ისრაელის მედიასაშუალებების ცნობით, აზერბაიჯანმა ისრაელისგან 4.85 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება შეიძინა. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მედიასაშუალებებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამიმ ნეთანიჰაუს ბაქოში 13 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ გავრცელდა.
ვრცელდება ინფორმაცია ასევე, რომ კონტრაქტების დიდი ნაწილი ჯერ ათვისსებული არ არის. არ კონკრეტდება, რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ აზერბაიჯანი დაინტერესებულია ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით.
აზერბაიჯანი ამჟამად სომხეთთან საომარ მდგომარეობაშია. ოფიციალური სომხეთის რეაქცია ამ ინფორმაციებზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.