logo_geo
eng_logo
ბრიუსელში ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა
- +

23 მარტი. 2016. 17:06


ბელგიის მთავარმა პროკურორმა ფრედერიკ ვან ლიოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიუსელში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა და 261 დაშავდა.


მისი განცხადებით, მთავარი ეჭვმიტანილი ნაჯიმ ლაშრაუი ამ დრომდე თავისუფალია.



პროკურორმა დაადასტურა, რომ ბელგიის მეტროს მალბეკის სადგურზე თავი ხალიდ ალ-ბაკრაუიმ აიფეთქა, მისმა ძმამ ბრაჰიმ ალ-ბაკრაუიმ კი ზავენტემის აეროპორტში აამოქმედა შაჰიდის ქამარი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner