logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე არ მიფიქრია
- +

13 დეკემბერი. 2016. 23:12



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიისთვის ბოიკოტის გამოცხადებაზე არ უფიქრია. მისი თქმით, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ხალხი უნდა ჩაერთოს.


„კახა კუკავა და ჩვენ ერთ საარჩევნო ბლოკში ვიყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე ერთნაირი აზრები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ბლოკში ვიყავით, პოლიტიკაზე და ზოგადად, სამყაროზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. მე მაინც ფართო ფორმატის შექმნის მომხრე ვარ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ კვალიფიციური ოპოზიციური პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი და ა.შ.

 

პროცესში ხალხი უნდა ჩაერთოს, თორემ სხვადასხვა ტიპის ფორმატებში  NGO-ების მონაწილეობის რა პრაქტიკაც გვაქვს, კარგად ვიცით. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დროის 40-50% ამ საკითხზე გამართულ დისკუსიას უნდა დაეთმოს, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი სად გვაქვს?! რაც იქ ხდება, კიდევ ერთი ტრაგედიაა", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner