სირიაში, საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისელი 20 წლის რამზან ბაღაკაშვილი დაიღუპა. ბაღაკაშვილი სირიაში, ქალაქ რაყაში, ავიაიერიშების დროს გარდაიცვალა. არსებული ცნობით, ბაღაკაშვილი 2015 წლის გაზაფხულზე სირიაში არასრულწლოვან მუსლიმ კუშტანაშვილთან ერთად წავიდა.
„ცოტა ხნის წინ სოფელ დუმასტურში დარეკეს და ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობეს. როგორც გავარკვიეთ ორი დღის წინ, სამხედრო შეტაკებისას დაღუპულა და გუშინვე დაუკრძალავთ იქ. სოფელში მხოლოდ მისი მშობლები და და ცხოვრობს",- აცხადებს პანკისის ხეობის მცხოვრები, ნათელა მარგოშვილი.