„საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს.როგორც უწყებაში განმარტეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
„საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ხათუნა კაკაბაძემ განაცხადა, რომ ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ბანკის ფილიალი ერთმა პირმა დააყაჩაღა.
ამ ეტაპზე, გატაცებული თანხის რაოდენობა მისთვის უცნობია. კაკაბაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.