აშშ-ის ჩრდილოეთით მდებარე შტატებში დიდთოვლობამ გადაადგილების პრობლემა შექმნა. რამდენიმე მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ათობით მოქალაქე დაშავდა. ბოლო დღეების მონაცემებით, ავტოავარიებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მეტეოროლოგების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა, რომელიც -29 გრადუსამდე დაეცა, კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.