ახალი წელი ყველასთვის სანტასთან, მხიარულებასთან, ციმციმა ნათურებთან და უკეთეს მომავალთან ასოცირდება. თუმცა საქართველოს მასშტაბით სოციალური ფონიდან გამომდინარე, ეს განწყობა ყველა ოჯახში როდის სუფევს, განსაკუთრებით კი რეგიონებში.
რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე" გამოჩენილი გვერდი (https://goo.gl/NclMNH) და კამპანია „ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი" მარტო ვირტუალური სივრცის აქტივობა არ არის. კამპანია მთლიანად კერძო ინიციატივაზეა დაფუძნებული და ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალ წლამდე დედაქალაქს მასობრივად მოედებიან და მხარდამჭერებსაც იპოვიან.
90-იანი წლები თითქოს დამთავრდა, თუმცა იგივე სოციალური ფონი დღეს მაინც შენარჩუნებულია თბილისსა თუ რეგიონებში. სოციალურად დაუცველი მოსახლეობიდან კი ბავშვები ყველაზე დაჩაგრულები არიან. ბევრ მათგანს არათუ Secret Santa, არამედ საახალწლო განწყობის შესაქმნელად „მარტო სახლში" ფილმის ნახვის შესაძლებლობაც კი არ აქვთ, ვინაიდან მათ ოჯახში უბრალოდ ტელევიზორი არ არსებობს.
კამპანიის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი / SOS Children's Villages Georgia", რომელსაც ამ მიმართულებით არაერთი აქტივობა აქვს განხორციელებული წლების განმავლობაში.
ვაბარებთ რას?
ვაბარებთ სად?
ვაბარებთ ვისთვის?
ვეძებთ ვის?
საინფორმაციო პარტნიორებს, ვინც დაგვეხმარება ახალ წლამდე ინფორმაციის გავრცელებაში
პარტნიორ კომპანიებს და ორგანიზაციებს, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ კამპანიაში, დადგან ყუთები თავიანთ ოფისებში და შიდაორგანიზაციულად შეაგროვონ ნივთები.
საინიციატივო ჯგუფი იმედოვნებს, რომ თბილისის მოსახლეობა გაიაზრებს და ჩაერთვება საჯარო სოლიდარობის აქტში, ამავდროულად კვირის მეორე ნახევარში დაიწყება კომპანიების და მათი წარმომადგენლების გამოწვევა, რათა Secret Santa მხოლოდ კორპორტიულ ან ელიტურ წამოწყებად არ დარჩეს და განწყობა მოსახლეობის უფრო ფართო ფენებს მოედოს!