logo_geo
eng_logo
„რუხის სავაჭრო ცენტრში“ კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გამართება
- +

14 დეკემბერი. 2016. 11:28



სამეგრელო ზემო-სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით, 30 დეკემბერს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის ახალაშენებულ სავაჭრო ცენტრში, კრეატიული ნაძვის ხეების გამოფენა გაიმართება.


გამოფენის „შექმენი შენი კრეატიული ნაძვის ხე" - მიზანია საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების ჭრის შეჩერება. გამოფენაში მონაწილეებს, კრეატიული ნაძვის ხის შესაქმნელად შეუძლიათ გამოიყენონ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.


გამოფენაში მონაწილების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კრეატიული ნაძვის ხის კონკურსში ცნობილი ბრენდები და კერძო კომპანიები ერთვებიან.


გამარჯვებულს, ყველაზე კრეატიული ნაძვის ხის ავტორს დამთვალიერებელი, ფარული კენჭისყრით გამოავლენს. გამარჯვებულს კი სპეციალურ პრიზს სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი გადასცემს.


კონკურსში მონაწილეებმა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com ან „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/ 


ან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591 41 77 25.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner