თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე - „ვარკეთილი", „სამგორი" და „ისანი", მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.
კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.
ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.
ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები „ახმეტელიდან" „300 არაგველამდე" მოძრაობენ.