logo_geo
eng_logo
მეტროს სადგურებზე „ვარკეთილი“, „სამგორი“ და „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია
- +

14 დეკემბერი. 2016. 11:28



თბილისის მეტროპოლიტენის სამ სადგურზე - „ვარკეთილი", „სამგორი" და „ისანი", მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.


კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილზე სპეციალური ჯგუფი გაიგზავნა.


ტექნიკური ხარვეზის შესახებ შეტყობინება კომპანიაში 10:20 საათზე შევიდა, თუმცა თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ვერ ასახელებენ, რა ტექნიკურ ხარვეზზეა საუბარი.


ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე მატარებლები „ახმეტელიდან" „300 არაგველამდე" მოძრაობენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner