logo_geo
eng_logo
ფილიპ ბრიდლავი: NATO-სთვის დიდი პატივია საქართველოსნაირი მტკიცე პარტნიორის ყოლა
- +

23 მარტი. 2016. 17:51


აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის და NATO-ს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების (SHAPE) უმაღლესი მთავარსარდალის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, NATO-სთვის დიდი პატივია, ჰყავდეს ისეთი მტკიცე პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, რომელიც აგრძელებს თავისი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში.



მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველო რიცხობრივად მეორე კონტრიბუტორია NATO-ს მისიაში, რომელიც ავღანეთში მიმდინარეობს.



„საერთაშორისო ოპერაციებში თავისი მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ უაღრესად მადლიერი ვართ ქართველი ხალხის იმისათვის, რომ ისინი იჩენენ დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები და საქართველოს შეირღებული ძალების სამხედროები უკვე 15 წლის განმავლობაში ერთად მსახურობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ორივე ჩვენი ქვეყნის სამხედროები კარგად არიან ინფორმირებული, თუ რას ნიშნავს, იყვნენ ბრძოლაში გამობრძმედილი ძმები, მეგობრები.

 

აშშ-ის დახმარება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და განმტკიცება, ასევე გაღრმავდეს საქართველოს ურთიერთავსებადობა NATO-სთან. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც NATO გამოაცხადებს მის მზადყოფნას.

აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს NATO- წევრი და ამ პოზიციის ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner