თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურებზე შექმნილი შეფერხების გამო განცხადებას ავრცელებს:
„მეტრო სადგური „სამგორი", საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ „ახმეტელის თეატრიდან" „300 არაგველამდე".
ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.