logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ირაკლი ღარიბაშვილი არც წასულა ჩვენი გუნდიდან...
- +

23 მარტი. 2016. 18:23


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საქმიანობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას მიესალმება. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ ღარიბაშვილს აქვს ის რესურსი და პოტენციალი, რომელიც შეუძლია მოახმაროს ქვეყნისთვის სასიკეთო ძალიან ბევრ საქმეს, მათ შორის, „ქართულ ოცნებას".


„რადგან ირაკლი კობახიძე საუბრობს კონსულტაციების გამართვაზე, ესე იგი, ეს მოსალოდნელია. ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ჩვენს გუნდში მხოლოდ მივესალმები. ვფიქრობ, ის არც წასულა ჩვენი გუნდიდან, უბრალოდ, გადადგა პრემიერობიდან და რაღაც პერიოდი ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას. ამ ახალგაზრდა კაცს აქვს ის რესურსი და პოტენციალი, რომელიც შეუძლია მოახმაროს, ქვეყნისთვის სასიკეთო ძალიან ბევრ საქმეს, ასევე, „ქართულ ოცნებას". ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას მხოლოდ მივესალმები", - განაცხადა კობახიძემ.


პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ დღეს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner