„მივმართავ რუსეთის ხელმძღვანელების ადამიანურ სინდისს - გადაარჩინეთ ალეპოს მშვიდობიანი მოსახლეობა", - წერს საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მანუელ ვალსი „Twitter"-ზე.
ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.