თბილისის მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე 11:18 საათიდან სრულად აღდგა მოძრაობა შესაბამისი სამსახურების მიერ მეტროსადგურ „სამგორში" ძაბვის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს, 09:55 საათზე სადგურ „სამგორში", საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად, „ახმეტელის თეატრიდან" „300 არაგველამდე".