„რუსთავი 2"-სა და ტელეკომპანია „საქართველოს" სარჩელის არსებითი განხილვა იწყება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს იწყება.
დავის საგანს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი საკითხი წარმოადგენს. კერძოდ, ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე - დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ში.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საკონსტიტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში შევიდა.