შავ ზღვაზე დღეს და ხვალ 5-6 ბალიანი შტორმი შენარჩუნდება, 16 დეკემბერს ღელვა 3 ბალამდე შესუსტდება, თუმცა 17 დეკემბრიდან ზღვზე 5-6 ბალიანი ღელვა კვლავ მოსალოდნელია.
ამის შესახებ „პირველს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს და ხვალ თოვლია მოსალოდნელი, ასევე დასავლეთის ქარი გაძლიერდება და მაღალმთიან რეგიონებში შესძლებელია ქარბუქიც.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დაიკლებს და ყინვაა მოსალოდნელი. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ამ საღამოს -2 - +3 იქნება, მთიან რაიონებში -7 ,-2, ხოლო მაღალმთაში -16, -9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც ჰაერის ტემპერატურა -8, -3 გრადუსამდე დაიკლებს, მთაში იქნება -12, -7, ხოლო მაღალმთაში -15, -10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება თბილისს, დღეს და ხვალ შესაძლებელია მცირე თოვლი, ტემპერატურა -4 +1 გრადუსია მოსალოდნელი.
14 დეკემბერს საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა 1965 წელს დაფიქსირდა +19.5, ხოლო მინიმალური 1959 წელს -10.3.