პარიზში ეიფელის კოშკი თანამშრომელთა მასობრივი გაფიცვის გამო დაიხურა. კოშკში მომუშავე პერსონალი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.
140 თანამშრომელი მენეჯმენტთან შეხვედრას ელოდება და აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან, ვიდრე ადმინისტრაცია მათი პირობების განხილვას არ შეუდგება.
პერსონალის პროტესტის გამო პარიზში საშობაო დღესასწაულებზე ჩასულ ტურისტებს ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა, შესაძლოა, დახურული დახვდეთ.