logo_geo
eng_logo
გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები გელათში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:26




დიდთოვლობისა და გადაუღებელი წვიმების შემდეგ, 11 დეკემბრის ღამეს, გელათის ტაძრის მკლავების გადახურვიდან, რომელიც საბჭოთადროინდელი და მოძველებულია, წყალმა გაჟონა. აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:


„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სწრაფი რეაგირებით გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები რესტავრატორთა მიერ მეორე დღესვე დაიწყო და ორ დღეში დასრულდა. ამჟამად, ტაძარში წყალი აღარ ჩაედინება. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გუშინ, 13 დეკემბერს, საღამოს, ადგილზე დაათვალიერა შესრულებული სამუშაო. წლების მანძილზე მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპლექსის ამ ნაწილის სრული რეაბილიტაცია, პროექტით, მომავალი წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი გაზაფხულზე გაგრძელდება. მანამდე კი სააგენტოსა და სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ მუდმივი მონიტორინგი განხორციელდება. გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები გამორჩეული პროექტია, რომელსაც UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების მიერ მაღალი შეფასება აქვს მიღებული", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner