logo_geo
eng_logo
მკითხველმა გადაწყვიტოს ვინ ტყუის, საზოგადოება თუ განათლების მინისტრი?
- +

23 მარტი. 2016. 18:51


საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის ორ განჩინებას, „განგაშის ზარების" პეტიციაზე ხელმოწერებს, რომლებიც ამხელდა და ამხელს განათლების სამინისტროს სკოლის სივრცეში ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის მიზანმიმართულ დანერგვაში, მინისტრმა სიცრუის ტირაჟირება და ცილისწამება უწოდა.



იმისათვის, რომ მკითხველმა განსაჯოს თუ ვინ ტყუის სინამდვილეში, ვთავაზობთ ფაქტობრივ დოკუმენტაციას:



1. როგორც ცნობილია, ხელისუფლების მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ, ტერმინებით „სექსუალური ორიენტაცია" და „გენდერული იდენტობა", ჰომოსექსუალიზმი, ეს უსაძაგლესი ბილწი გარყვნილება, ბუნებრივ ნორმად გამოცხადდა და ის გაუტოლეს რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებს.



კერძოდ, ამ კანონით, აშკარა და დაუფარავ ჰომოსექსუალისტებსაც კი, რომლებიც მზად არიან თავიანთი ბილწი მოქმედება თუნდაც საზეიმოდ გამოფინონ, მიენიჭათ სრული უფლება, მოევლინონ ჩვენს შვილებს პედაგოგებად და აღმზრდელებად, როგორც სკოლებში, ასევე ბაღებშიც.



ამის შემდგომ ევროატლანტიკურმა სივრცემ გახსნა გაძლიერებული ფრონტი საქართველოში ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის დასანერგად.



კერძოდ, „ლგბტ-ისადმი მგრძნობელობის ამაღლების" კუთხით ჯარში, მედიაში, მედიცინასა თუ განათლების სისტემაში... ევროპის საბჭოსა და USAID-ის მითითებით გამოიცა სხვადასხვა და ახალ-ახალი რეკომენდაცია და გაიცა უამრავი გრანტი.



2. სულ ახლახანს 2016 წლის 1-ელ მარტს ევროპის საბჭოს ევროპულმა კომისიამ რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ (ECRI) გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოს შესახებ

(http://www.coe.int/t/dghl/monitoring/ecri/Country-by-country/Georgia/GEO-CbC-V-2016-002-GEO.pdf).



კერძოდ ამ დასკვნაში ევროპული კომისია (ECRI) იძლევა რეკომენდაციას ე.წ. ლგბტ-ს გასაძლიერებლად და „დასაცავად" შეიქმნას სპეციალური დეპარტამენტი და აგრეთვე ბავშვებში „ლგბტ" ცნობიერების ასამაღლებლად შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლაში:



„108. ECRI იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ეს უნდა განხორციელდეს ლგბტ თემსა და სახალხო დამცველთან თანამშრომლობით, რომელმაც უნდა მიიღოს სათანადო დახმარება ლგბტსადმი მიძღვნილი დეპარტამენტის შექმნაში. ასევე, შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობიერების ასამაღლებლად ...." (გვ. 39)



ამ რეკომენდაციაზე საქართველოს მთავრობა პასუხობს, რომ გენდერული (ანუ ლგბტ) საკითხების შეტანა სკოლაში უკვე გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი და ამისთვის სპეციალურად მას დაბალი კლასებიდანვე შემოაქვს ორი ახალი საგანი „მე და საზოგადოება" და „ჩემი საქართველო" (ახალი ვერსია):



„ამ ეტაპზე სოციალურ მეცნიერებათა სტანდარტი საწყის საფეხურზე უკვე შემუშავებულია, სადაც გენდერული საკითხები გაცილებით ფართოდაა წარმოდგენილი. ახალი სასწავლო პროგრამის მიხედვით (განსხვავებით 2011-2014 წლების სასწავლო პროგრამისგან) სოციალური სწავლება იწყება მესამე კლასიდან: ა) III-IV კლასებში იგეგმება ახალი საგნის შემოღება - „მე და საზოგადოება".

ბ) V-VI კლასებში ისწავლება საგანი „ჩვენი საქართველო".

 


ახლა კი უფრო კონკრეტულად და აშკარად გთავაზობთ თუ რას გულისხმობდა და გულისხმობს საქართველოს მთავრობა სკოლებში „გენდერული საკითხების გაცილებით ფართოდ წარმოდგენაში":



3. „...2010 წელს ევროპის საბჭომ დაამტკიცა „ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ", რომლის დანერგვა სავალდებულო გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისათვის, მათ შორის, საქართველოსთვის".

(ციტატა განათლების სამინისტროს წერილიდან MES 2 15 00809497).



ამ ქარტიის რეკომენდაციით - დავალებით მოხდა შემდეგი:



ა) დამზადდა კომიქსის ტიპის (ბავშვის თვალისთვის მისაზიდი) პლაკატები, სადაც ტერმინების, „დემოკრატია", „თავისუფლება", „თანასწორობა" და ციტატის „ვისწავლოთ ის, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია" ქვეშ განთავსდა ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველი ტრანსგენდერული სიმბოლიკის გრაფიკული გამოსახულება:



ეს პლაკატები განათლების სამინისტროს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაიკრა თბილისის რიგ სკოლებში (N42, N97, N99, N102...) პირდაპირ ცენტრალურ ადგილას - მისაღებებში. ანუ ისე, რომ ისინი მოხვედრილიყო პირველკლასელთა მხედველობის არეშიც.



ბ) იმავე ევროპის საბჭოს „ქარტია დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ" მიხედვით სკოლებში ჰომოსექსუალური განათლების კუთხით ითარგმნა და რეკომენდაცია გაეწია სამოქალაქო განათლებაში პედაგოგებისთვის გადასამზადებელ დამხმარე სახელმძღვანელოებს: „კომპასი" და „კომპასიტო":



Compasito

ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სახელმძღვანელო ბავშვებისათვის

www.coe.int/composito/

Compass

ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების სახელმძღვანელო ახალგაზრდებისათვის

www.coe.int/compass/



აღნიშნული წიგნები განათლების სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის გზამკვლევ სახელმძღვანელოში რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალში, უკვე 2012 წლიდან, ოფიციალურად შეიტანა (მასალა შეგიძლიათ იხილოთ naec.ge-ზე).


http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/krebuli_ped_samoqalaqo_ganatleba_2013.pdf


http://www.naec.ge/images/doc/MASC_SERT/samokalako_ganatleba_krebuli_pedagogebi_2014.pdf


თვალსაჩინოებისთვის, თუ რა საფრთხეების შემცველია აღნიშნული ლიტერატურა, ბავშვების ჰომოსექსუალური გარყვნის კუთხით, მოგვაქვს მრავალი მსგავსიდან მხოლოდ ორი ამონარიდი:

  • „ვისაუბროთ სექსზე!

გაიგე, პიტერი გეი ყოფილა?

ამოარჩიეთ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც თავისუფლად საუბრობენ თავიანთ სექსუალობაზე, ჰეტეროსექსუალიზმის, ჰომოსექსუალიზმის, ბისექსუალიზმისა და ტრანსსექსუალი ქალებისა და მამაკაცების ჩათვლით." (გვ. 186)

 


  • „იყო და არა იყო რა...

ნახე, რა ხდება, როდესაც ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს სქესს შეუცვლი.

თემები - დემოკრატია, დისკრიმინაცია, გენდერული თანასწორობა.

სირთულის დონე - მეორე დონე.

ასაკი - 7-13 წელი.

ხანგრძლივობა - 40 წუთი.

ჯგუფის სიდიდე - 8-15 ბავშვი.

სავარჯიშოების ტიპი - ამბის თხრობა, დისკუსია.

სავარჯიშოს აღწერა - ცნობილი ზღაპრის მოყოლა, რომელშიც პერსონაჟებს სქესი აქვთ შეცვლილი, რასაც გენდერულ სტერეოტიპებზე დისკუსია მოჰყვება." (გვ. 112)



აღსანიშნავია, რომ ამ მამათმავლური ინფორმაციის გავრცელება ბავშვებში ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ შემდეგი:



შარშან გაზაფხულზე, ვაჟა ფშაველას გამზირ N69-ში მდებარე ბავშვთა ფედერაციაში ჩამოყალიბდა წრეები, სადაც სხვადასხვა სკოლიდან მოჰყავდათ V-VI კლასის მოსწავლეები (მათ შორის მაგალითად N126-ე სკოლიდანაც) აქ მათ უტარებდნენ ტრეინინგებს სწორედ ზემოაღნიშნული სახელმძღვანელო „კომპასიტოთი", სადაც განიხილეს ზემოაღნიშნული გენდერული ზღაპარიც. კერძოდ, როგორ შეიძლება შეიცვალონ ზღაპრის გმირებმა სქესი და მაგალითად კონკია გახდეს ბიჭი, ხოლო პრინცი - გოგო (რაოდენ დიდი გარყვნილებაა ამ ყველაფრის უკან, ვფიქრობთ, ყველასათვის გასაგებია).



აგრეთვე შარშან გაზაფხულზევე ამ ჯგუფში მყოფი ბავშვები მიიწვიეს GDS-ის დილის გადაცემაში და იქ წარმოადგინეს ამ ე. წ. სახელმძღვანელოს  ("კომპასიტო") პრეზენტაცია.



4. განათლების სამინისტრო ნერგავს როლური თამაშების მეთოდსაც.  გთავაზობთ მაგალითებს მათ მიერ რეკომენდირებული სახელმძღავნელო კომპასიდან, სადაც მოსწავლეებს აძლევენ პრაქტიკულ დავალებებს  გნასახიერონ მეძავისა და ლესბოელის როლები:


„ინსტრუქციები
ბარათი-როლები:

  • თქვენ ხართ შიდსის ვირუსით ინფიცირებული საშუალო ასაკის მეძავი

  • თქვენ ხართ 22 წლის ლესბოსელი" (გვ. 130)


5. USAID-ის რეკომენდაციით გამოიცა და ითარგმნა „სამოქალაქო განათლების პედაგოგის დამხმარე სახელმძღვანელო".


სახელმძღვანელოს შიგთავსის დასანახად გთავაზობთ ამონარიდს:



"გენდერი

წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს სხვა სქესის წარმომადგენელი გახდით. რისი შეცვლა მოგიწევდათ? პირველ რიგში, ალბათ, თქვენს გარეგნობას შეცვლიდით - ტანისამოსს, ვარცხნილობას, და, შესაძლოა, სამკაულს. შესაძლოა, აგრეთვე ადამიანებთან ქცევის მანერის შეცვლაც მოგიწიოთ...

 

 

თუ თქვენ ქალი ხართ, რომელიც კაცი გახდა, შესაძლოა, ეს ცვლილება გამართლებული აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, თქვენი ხელფასი გაიზრდება." (გვ. 105)



აღნიშნული სახელმძღვანელოს გამავრცელებელმა ერთ-ერთმა ორგანიზაციამ („სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი") 2015 წლის სექტემბერში მრგვალი მაგიდის ფორმატით, განათლების სამინისტროსთან ერთად, მოაწყო ახალი საგნების „მე და საზოგადოების" და „ჩემი საქართველოს" (ახალი ვერსიის) სტანდარტების პრეზენტაციები (ბათუმში, ცაგერში, ქუთაისში...).



6. დღეს არსებული საგნის „სამოქალაქო განათლების" მე-9 კლასის სახელმძღვანელოში, XIX თემაში უკვე შემოტანილია გენდერული იდენტობის აღმნიშვნელი ტერმინი „გენდერი":



ამონარიდი:

ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ და გავაიგივოთ სიტყვები სქესი და გენდერი." (გვ. 63)


პედაგოგმა, რათა „უკეთ" აუხსნას ბავშვს, თუ რას ნიშნავს გენდერი (გენდერული იდენტობის „მკვლევართა" მიხედვით მისი უკვე 45-ზე მეტი სახეობა არსებობს), განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელო „კომპასი" მას სხვადასხვა თეორიულ განმარტებასთან ერთად ასევე სთავაზობს, რომ პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდეს და კლასში ბავშვებთან სასაუბროდ მოიწვიოს ლგბტ პირები:



  • მოქმედებაზე გადასვლა

დაუკავშირდით თქვენს ქვეყანაში არსებულ ჰომოსექსუალისტების ან ლესბოსელების საზოგადოებას. მათ შესახებ ინფორმაციის მოპოვება მოქმედებაზე გადასვლის ერთ-ერთი გზაა. მოიწვიეთ მათი წარმომადგენელი ჯგუფთან სასაუბროდ, რათა გაარკვიოთ, რომელი საკითხები და უფლებებია ყველაზე მწვავე თქვენ ქვეყანაში." (გვ. 189)

(თავი „ვისაუბროთ სექსზე", თემები „ჯანდაცვა, დისკრიმინაცია და ქსენოფობია, გენდერული თანასწორობა")




კონკრეტული ფაქტების წარმოდგენის შემდგომ მკითხველს კვლავ ვუტოვებთ განსასჯელად სათაურში გაჟღერებულ შეკითხვას:


ვინ ტყუის, საზოგადოება თუ განათლების მინისტრი, რომელიც ამ ყველაფერს ცილისწამებას და სიცრუეს უწოდებს?


და აგრეთვე, ბ-ნო პრემიერო, თქვენც გთხოვთ გვიპასუხოთ, ამ ფაქტობრივი მასალის წარმოდგენის შემდეგაც კვლავ თვლით, რომ ეს ყველაფერი სპეკულაციები და ფსევდოტრადიციულ ღირებულებებზე ინსინუაციებია?

 

 

P.S.

ის, რომ საქართველო, ლგბტ ლობის დიდი პროგრამის ნაწილია, ამას თუნდაც ევროპული მოვლენები ცხადყოფენ.



სულ ახლახანს, 28 თებერვალს ქ. შტუტგარტში გაიმართა მრავალათასიანი მანიფესტაცია, რომელზეც მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ სკოლებში „ლგბტ" თემატიკის კულტივირებას.



ამ აქციას დაუპირისპირდა ე. წ. ლგბტ პირების მიერ ორგანიზებული კონტრაქცია. რომლებმაც ქვები დაუშინეს მშობლების მშვიდობიან აქციას. ქვების სროლასა და ცისარტყელას დროშების ფრიალში კონტრაქციის მონაწილე ჰომოსექსუალისტები სკანდირებდნენ: „თქვენი შვილები მალე გახდებიან ჩვენნაირები!"

(სულ დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის პოლიციელებიც).

 

 

 

რუსთველი მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი    (საპატრიარქოს განათლების ცენტრის ხელმძღვანელი)

გურამ ფალავანდიშვილი   (ფილოლოგი)

გურამ გეგეშიძე (მწერალი)

ელდარ შენგელაია (რეჟისორი)

მაია ჩიბურდანიძე (მსოფლიო ჩემპიონი)

ვაჟა აზარაშვილი (კომპოზიტორი)

ნინო სალუქვაძე (ოლიმპიური ჩემპიონი)

მერაბ ბერძენიშვილი (მოქანდაკე)

ია მუხრან-ბაგრატიონი (თავად-აზნაურთა საკრებულო)

ჯანო ბაგრატიონი (საზოგადო მოღვაწე)

ნონა გაფრინდაშვილი (მსოფლიო ჩემპიონი)

ჯემალ ჭკუასელი (ლოტბარი-მომღერალი, მუსიკოსი)

ფრიდონ სულაბერიძე (ქორეოგრაფი)

ომარ მხეიძე (ქორეოგრაფი)

თამაზ ჭილაძე (მწერალი)

ოთარ ლითანიშვილი (რეჟისორი)

ლევან სალუქვაძე (მოქანდაკე)

დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)

გურამ საღარაძე (მსოფლიო ჩემპიონი)

ერეკლე საღლიანი (პოეტი)

ვაჟა ოთარაშვილი (პოეტი)

ნიკოლოზ დუმბაძე (მათემატიკოსი)

დავით ლორთქიფანიძე (ბიზნესმენი)

ბენიამინი ქარჩხაძე (ინჟინერი; 8 შვილის მამა)

ნინო მენაბდე (12 შვილის დედა)

ივანე ბჟალავა (ფინანსისტი)

ალექსანდრე შაიშმელაშვილი (მშენებელი)

იოსებ ლოლუა (სტუდენტი)

ზვიად ბლიაძე (პოლიტპატიმარი)

ლევან ჩაჩუა (პოლიტპატიმარი)

ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)

იზოლდა მიქაბაძე (5 შვილის დედა)

ჯული ფანჯიკიძე (7 შვილის დედა)

შორენა მელაძე (6 შვილის დედა)

ნათია ანთია (7 შვილის დედა)

ანი მენაბდე (8 შვილის დედა)

ირმა ანდღულაძე (7 შვილის დედა)

ნესტან ჩხიკვაძე (3 შვილის დედა)

თინათინ ქველიაშვილი (4 შვილის დედა)

 

 

(ხელმოწერები გრძელდება)


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner