logo_geo
eng_logo
სამანტა პაუერი რუსეთს: ნუთუ არაფერი არსებობს, რამაც შეიძლება სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ?!
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:34



გაერო-ში აშშ-ის ელჩმა ამანტა პაუერმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა სირიის ხელისუფლება და მისი მოკავშირეები, რუსეთი და ირანი და განაცხადა, რომ ისინი პასუხს აგებენ ალეპოში ხოცვა-ჟლეტაზე.


მივმართავ ასადის რეჟიმს, რუსეთს და ირანს, სამ სახელმწიფოს, რომლებიც ალეპოში ხოცვა-ჟლეტის უკან დგანან: თქვენ პასუხს აგებთ ამ საშინელებაზე.

ნუთუ, ფაქტობრივად არაფერი არსებობს, რამაც შეიძლება, სირცხვილის გრძნობა გაგიჩინოთ? ნუთუ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსობა, ბავშვების სიკვდილით დასჯა არ გაწუხებთ?" - განაცხადა სამანტა პაუერმა.


ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს ოფიციალური წარმომადგენელის რუპერტ კოლვილის ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ალეპოში გასული დღე-ღამის განმავლობაში 82 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner