logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: მარტის ბოლოსთვის საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება!
- +

14 დეკემბერი. 2016. 15:53



„დაახლოებით, მარტის ბოლოსთვის საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორმა ირაკლი გოგავამ. მან ასევე იმ ფორმალურ საკითხებზე ისაუბრა, რაც საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის მოსაპოვებლად უნდა გაიაროს.

 

„უვიზო რეჟიმი, უდავოდ, დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ წვდომა იმ ტექნოლოგიებისადმი, რომლებიც ევროპაში არსებობს, ეს იქნება განათლება, მეცნიერება, ინოვაციური ტექნოლოგიები და ა.შ. ტურისტული კუთხით კი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, უვიზო მიმოსვლა ევროპის 22 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი. 

 

15 დეკემბერს ევროპარლამენტის LIBE-ს სხდომა გაიმართება, ეს მართლმსაჯულების კომიტეტი გახლავთ. სწორედ ამ კომიტეტის სხდომაზე უნდა მიიღონ „სწრაფი შეჩერების მექანიზმი". ამის შემდეგ, ევროპარლამენტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას, „სწრაფი შეჩერების მექანიზმთან" ერთად კვლავ განიხილავს. ეს სხდომა 18 იანვარს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, ევროკავშირის საბჭო პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს და სავარაუდოდ, გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამის შემდეგ იწყება 21-დღიანი ათვლა, რომლის შედეგადაც უვიზო რეჟიმი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შევა ძალაში. აი, ეს არის დაახლოებითი სტრუქტურა.

 

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირმა ვადები ბევრჯერ გადასწია. თუმცა, ამ შემთხვევაში მეჩვენება, რომ დღევანდელი სიტუაცია უფრო მყარია. დაახლოებით, მარტის ბოლოსთვის საქართველოს უვიზო მიმოსვლა ექნება", - აღნიშნა გოგავამ.


აქვე ირაკლი გოგავა უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ მიგრაციულ პოლიტიკასა და მისგან გამოწვეულ ლარის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.


„საქართველოს და უკრაინის საკითხი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გაიმიჯნა. ევროკავშირს, უკრაინასთან მიმართებით ძალიან ბევრი კითხვა აქვს, ხოლო საქართველოსთან მიმართებით კი, პრობლემა არ არის. უკრაინის მიმართ გარკვეული საკითხები გასარკვევი აქვთ  საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, ბელგიას. სწორედ ამიტომ, უკრაინისთვის სხდომა უფრო გვიან, პირველ თებერვალს ჩაინიშნა.  ამ ქვეყნის ბედს კი, მომავალი გვიჩვენებს.

 

საქართველოს მიგრაციული პოლიტიკა როგორი იქნება, ჯერ არ ვიცით, თუმცა მომავალ წელს ლარზე უფრო მეტ ზეწოლას უნდა ველოდოთ. მოქალაქეებს, რომლებიც ევროპის მონახულებას გადაწყვეტენ, ცხადია, ევროს შესყიდვა მოუწევთ, ეს კი უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ლარს.

 

ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 200 მილიონი ევროს ხარჯი იქნება ქართველების მიერ გაწეული ევროპაში ვიზიტისთვის. ეს კი ლარისთვის დამატებითი ზეწოლა იქნება. იმედია, მთავრობა ამაზე ფიქრობს და ემზადება", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner