logo_geo
eng_logo
„მოხარული ვართ, რომ ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა“
- +

14 დეკემბერი. 2016. 16:03



„მოხარული ვართ, რომ ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა", - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ განაცხადა.


მისივე თქმით, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში.


„ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყანის ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, რის საფუძველიც იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები. შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ხარჯების ნაწილშიც, სადაც აქცენტი გადატანილია მიმდინარე ხარჯებიდან კაპიტალურ ხარჯებზე. ასევე, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა შეძლებს დაგეგმილი სცენარით შეასრულოს 2017 წლის ბიუჯეტი და შეამციროს დეფიციტი", - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ „ბიზნესკონტაქტთან" საუბარში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner