logo_geo
eng_logo
ნარიყალას ციხე-სიმაგრეს მასშტაბური რესტავრაცია უტარდება
- +

14 დეკემბერი. 2016. 16:23



თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას ციხე-სიმაგრის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს.


ნარიყალას ციხე ისტორიულ ძეგლთა შორის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრედ არის მიჩნეული. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება. მეოთხე საუკუნის ციხესიმაგრის კონსერვაცია ფრაგმენტულად 80-იან წლებში მოხდა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, კიდევ საჭიროებს მასტაბურ სამუშაოებს. ამ მასშტაბის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები ციხე-სიმაგრეს აქამდე არასოდეს ჩატარებია;


ნარიყალას ციხესიმაგრის რეაბილიტაცია 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და წარმოადგენს მრავალწლიან პროექტს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner