logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება
- +

14 დეკემბერი. 2016. 17:02



„მოგების გადასახადის რეფორმა ყოველწლიურად 500 მილიონი ლარის ლიკვიდობას შექმნის ჩვენს კერძო ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას.


დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, რეფორმის შედეგად კერძო სექტორის ინვესტიციები იქნება წახალისებული, ის ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას, ასევე ადგილობრივი კერძო სექტორის დაინტერესებას, ინვესტიცია საქართველოში განახორციელონ.


საქართველოში საინვესტიციო ვითარებაზე საუბრისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ 2014 - 2016 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მან მოიყვანა 2016 წლის 3 კვარტლის მონაცემი, რომლის თანახმადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია 5%-ით წლის ბოლომდე მისი მოცულობა 1.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნეს მეგობრული გარემოს გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ ქვეყნის ეკონომიკაში მეტი ინვესტიცია განხორციელდეს, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის დასაქმების მაჩვენებელს და აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner