logo_geo
eng_logo
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
- +

14 დეკემბერი. 2016. 18:03



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ეწვია, სადაც 2016 წლის 10 დეკემბერს, ქ. სტამბოლში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას.


2016 წლის 10 დეკემბერს, ქ. სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარი ტერორისტული აფეთქებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა და დაიღუპა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner