logo_geo
eng_logo
როგორ მოვუაროთ ბავშვს ზამთარში?
- +

14 დეკემბერი. 2016. 18:23



ზამთარში განსაკუთრებულ მოვლას ნებისმიერი ასაკის ადამიანი საჭიროებს და განსაკუთრებით ეს ეხებათ პატარებს.


სპეციფიკურ მიდგომას ყველაზე მეტად საჭიროებს თქვენი ბავშვის კანი და მისი კვების რაციონი.


მოგეხსენებათ, კანი სხეულის მთავარი დამცავი ფენაა და მისი ჯანმრთელობის გარეშე სხეულის ჯანმრთელობა შეუძლებელია. ჯანსაღი კვების აუცილებლობა კი კომენტარს არც  საჭიროებს, სწორედ ამიტომ vivus.ge-ს ბლოგი დღეს რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.


სანამ მთავარ სათქმელზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, vivus-ში პირველი სესხი უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.


მიიღე 50-დან 650 ლარამდე სესხი vivus.ge-ში ყველაზე სწრაფად და მარტივად და შეიძინე ის, რაც გჭირდება დღესვე.


რაც შეეხება ზამთარში ბავშვის სწორად მოვლას, სასურველია, გაითვალისწინოთ შემდეგი:


საჭიროა დამცავი კრემის ხმარება.

კრემის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის უსაფრთხოებას. აუცილებელია გამოიყენოთ ანტიალერგიული, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებული კრემი, რომელიც არ შეიცავს ისეთ აგრესიულ ნივთიერებებს, როგორიცაა სპირტი, ტუტე და ა.შ.


გარდა ამისა, აუცილებელია, კრემი იყოს კლინიკურად შემოწმებული სპეციალისტების მიერ.


დამცავი კრემის წასმა საჭიროა სხეულის იმ ზონებზე, რომლებიც ტანსაცმლით დაფარული არ არის (ხელები, ყელი, სახე). გაითვალიწინეთ, რომ კრემი არ არის რეკომენდირებული თვალის მიმდებარე ტერიტორიისთვის.


რაც შეეხება კრემის წასმის დროს, იდეალური ვარიანტია, თუ ამას სახლიდან გასვლამდე 20-30 წუთით ადრე გააკეთებთ.


გახსოვდეთ ისიც, რომ სეირნობისას ბავშვის შეწითლებული ლოყები ნორმალური მოვლენაა, მაგრამ თუ მისმა ღაწვებმა გაფითრება დაიწყო ან სიწითლეს თეთრი ლაქები გაუჩნდა, ეს ნიშნავს, რომ დროა პატარა თბილ ადგილას სასწრაფოდ გადაიყვანოთ.


ბავშვის კანი უსაფრთხოდ არც სახლის პირობებში არ არის, რადგან გამათბობელი ჰაერს აშრობს. თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ჰაერის დამატენიანებელი აპარატის ხმარება.


ჰიგიენა - ცდებით, თუ გგონიათ, რომ ბავშვის ცხელ წყალში დაბანა მისთვის სასარგებლოა. ამით თქვენს პატარას ზიანს აყენებთ.


წყლის ტემპერატურის ოპტიმალური ვარიანტია 36-37 გრადუსი. ბანაობის ხანგრძლივობა კი 10 წუთი.


თუ თქვენს პატარას მშრალი კანი აქვს, ბანაობის შემდეგ სასურველია საბავშვო კრემის/ლოსიონის წასმა.


კვება - ზამთრის პერიოდში ბავშვის ორგანიზმი საჭიროებს ვიტამინებს.


პირველი რჩევა იქნება კვების რაციონში ყოველდღიურად ჩართოთ ხილი და ბოსტნეული.


სპეციალისტები გვირჩევენ: ვაშლს, უმ კომბოსტოსა და ასევე უმ სტაფილოს.


რეკომენდირებულია კვების რაციონის ჩირით გამდიდრება. მიუხედავად გამომშრალი სახისა, ჩირი ინარჩუნებს ვიტამინებს.


სასურველია, პატარამ მიიღოს რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილის წვენები.


ზამთარში ბავშვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია თაფლიც.


საჭირო ვიტამინების მისაღებად რეკომენდირებულია ბალახეულის ნაყენი. ასეთი ნაყენის ფართო ასორტიმენტი ხელმისაწვდომია აფთიაქებში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner