logo_geo
eng_logo
„აშშ-ის სამხედრო დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს გაძლიერებაზე!“- გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ქართულ ჯარს მადლობას უხდის...
- +

23 მარტი. 2016. 20:27


აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობაზე და დაგეგმილ ერთობლივ სწავლებებზე ისაუბრა.


ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პროგრამა ფოკუსირებულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერებაზე და აშშ-სა და ნატოსთან საქართველოს ურთიერთთავსებადობის გაზრდაზე. ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმ დღისთვის, როდესაც ნატო გადაწყვეტილებას მიიღებს. გავიმეორებ, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილო-ატლანტიკულ ალიანსში. ეს არის ჩვენი პოზიცია 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. ჩვენ მოუთმენლად ველით დაგეგმილ ერთობლივ სწავლებას საქართველოსთან, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და კიდევ უფრო დააახლოვებს საქართველოს ჩვენ სტანდარტებთან. ორივე სწავლება - „ღირსეული პარტნიორი" დამტკიცე სული" გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, ვიმოქმედოთ ნატოს ისეთ პარტნიორ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს. მაისშიღირსეული პარტნიორი 2016" სამი კვირის განმავლობაში თავს მოუყრის ქართველ, ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებს ვაზიანის პოლიგონზე, რათა გავაძლიეროთ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შესაბამისი შესაძლებლობები. წლევანდელი სწავლება იქნება უფრო მასშტაბური და გაუმჯობესებული გასულ წელთან შედარებით."



ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის"

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ქართველ ხალხს და ქართველ სამხედროებს სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და ღირსეული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა:


მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი მამაც ქართველ სამხედროებს, რომლებიც თავგანწირვით ასრულებენ მისიას ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე უსაფრთხოების მისიებში. ჩვენ ერთად ვიბრძვით მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის ძალიან სახიფათო საომარ მოქმედებათა თეატრებში. ჩვენ ჩამოგვიყალიბდა ძალიან მჭიდრო კავშირები. საქართველო ნამდვილად ღირსეული პარტნიორია და გვსურს, რომ ეს პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდეს, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და დაცული მომავალი ჩვენი ქვეყნებისთვის."



"ნატოსთვის დიდი პატივია, ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი"


საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ფილიპ ბრიდლოვმა ნატო-საქართველოს პარტნიორობასა და საერთაშორისო მისიებში საქართველოს წვლილზე გაამახვილა ყურადღება:


ნატოსთვის დიდი პატივია ჰყავდეს საქართველოს მსგავსი მტკიცე პარტნიორი, რომელიც აგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოებაში. როგორც ყველამ ვიცით, საქართველო გახლავთ ავღანეთის მისიაში მეორე კონტრიბუტორი ქვეყანა აშშ-ის შემდეგ. საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობით საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ქართველი ხალხისადმი იმისათვის, რომ ისინი დიდ სიმტკიცეს და ერთგულებას იჩენენ საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები 15 წელზე მეტია ერთად, მხარდამხარ იბრძვიან საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში. ორივე ქვეყნის ჯარისკაცებმა იციან, თუ რას ნიშნავს იყვნენ თანამებრძოლები მზარდი გამოწვევებით აღსავსე დღევანდელ რთულ უსაფრთხოების გარემოში."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner