პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ყოფილ თავმჯდომარესთან, საქართველოს ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ.