logo_geo
eng_logo
შეძლებენ თუ არა უვიზო მიმოსვლას დეპორტირებული ადამიანები? - იუსტიციის მინისტრის განმარტება
- +

15 დეკემბერი. 2016. 02:45



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "მთავარში" ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. რა სახის პრობლემები შეიძლება შეექმნათ მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ შენგენის ქვეყნებში მიმოსვლის დროს და რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ?- ეს ის მთავარი კითხვებია, რომელსაც წულუკიანმა უპასუხა და მოსახლეობას განუმარტა, თუ რა საჭირო დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე გადავიდეს საზღვარზე ყოველგვარი პრობლემის გარეშე.


„ჩვენ რამდენიმე კვირა დაგვჭირდება იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

 

საჭიროა ელემენტარული თანხა ანგარიშზე, რათა ის ქვეყანა, რომელშიც შევდივართ, დარწმუნდეს, რომ ქუჩაში არ იქნებით და მის სახელმწიფოს არ დააწვებით კისერზე. ასევე უნდა გვქონდეს დაჯავშნილი სასტუმრო. მე რომ ვიყო, წინასწარ გადავიხდი კიდეც იმისთვის, რომ ვაჩვენო საბუთი მებაჟეს.

 

რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან, დეპორტაციის მიზეზი არის მრავალი. შეიძლება დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და ისე გამოუშვეს, ან ჩადენილი ჰქონდა, ან არალეგალი იყო და ამ მიზეზით.

 

გამორიცხულია, დღეს რომელიმე მოქალაქემ შენგენის ქვეყნების წარმომადენლები მოატყუონ და უთხრას, რომ მას ჰქვია შოთა რუსთაველი. დაბრუნების მექანიზმი ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ ამაზე ნუ დავიხარჯებით.

 

გააჩნია რა წერია დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებაში. ზოგიერთ შემთხვევაში არის აკრძალვა, რომ ეს პირი არ უნდა შემოვიდეს უკან ამდენი და ამდენი წლის განმავლობაში, ამიტომ ამას, რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია ვეღარ უშველის. სუფთა წარსული არის იმის გარანტია, რომ ჩვენ თავისუფლად შევიდეთ ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს არის ოღონდ არა შესვლის, არამედ მიმოსვლის უფლება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner