logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: მე ცალსახად წინააღმდეგი ვარ...
- +

14 დეკემბერი. 2016. 23:40



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ ის  ცალსახად წინააღმდეგია საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მხარდაჭერისა, რაც ცილისწამებისა და შეურაცხყოფის სისხლის სამართლის წესით დასჯადობას გულისხმობს.  მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რაც ამ ღირებულებას შეუსაბამოდ შეზღუდავს.


„სრულიად დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა პარლამენტში ვერანაირი მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებს. გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და კანონმდებლობით, საქართველოს გამოხატვის თავისუფლების დაცვის ძალიან მაღალი სტანდარტი აქვს. ჩვენ გამოვიარეთ ეპოქა, როცა ცილისწამება სისხლის სამართლებრივად დასჯადი იყო. ეს იყო  საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდი. ცილისწამების მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში გავაუქმეთ, როგორც საბჭოთა გადმონაშთი. ამ ცუდ წარსულში დაბრუნებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ.

 

მესმის, რომ ცილისწამების ატანა რთულია. სრულიად წარმოუდგენელი ცილისმწამებლური განცხადებების ობიექტი და მსხვერპლი მეც ხშირად ვყოფილვარ და მესმის, რომ ამის ატანა ემოციურად რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ, რაც ამ ღირებულებას შეუსაბამოდ შეზღუდავს", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner